2009-04-24
ბრძანება №:15 / 01-03

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორ ნინო პაპაჩაშვილთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და ამავე ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორ ნინო პაპაჩაშვილთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და ამავე ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ

საქართველოს  შრომის  კოდექსის 37-ე  მუხლის  I-ლი  ნაწილის "ე" პუნქტის, მე-6 მუხლის I-ლი პუნქტის, 31- ემუხლის 1-ლი პუნქტის,  "უმაღლესი განათლების   შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის, საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის # 490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების"  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის  დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2009 წლის 29 იანვრის # 15/02-01 ბრძანების, თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2009 წლის 21 იანვრის #170 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2009 წლის 25 თებერვლის #10/01-03 ბრძანების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ" 2009 წლის 3  თებერვლის #10/01-01 ბრძანების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეს შრომითი ურთიერთობა 2009 წლის 16 აპრილიდან ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორს ნინო პაპაჩაშვილს.
2. დაინიშნოს 2009 წლის 16 აპრილიდან  2012 წლის 17 აპრილამდე  ნინო პაპაჩაშვილი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის მიმართულების - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის ქვემიმართულების ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე;  
3. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ. ლაცაბიძე) უზრუნველყოს
ნ. პაპაჩაშვილთან  შრომითი ხელშეკრულების გაფორმება;
4. კონტროლს  ბრძანების  შესრულებაზე  განვახორციელებ  პირადად;
5. ბრძანება  განთავსდეს თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე;
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე;

      საფუძველი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო      უნივერსიტეტის  აკადემიური  საბჭოს  2009 წლის  13 აპრილის  # 211 დადგენილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ"; დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი #7885 16.04.09წ; განცხადება.

 

      რექტორი, პროფესორი
                                         გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება