2020-01-20
ბრძანება №:13/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის „მასწავლებელთა განათლება“ სტუდენტებისათვის 2019- 2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 10/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის „მასწავლებელთა განათლება“ სტუდენტებისათვის 2019- 2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 10/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 20 იანვრის N691/26 წერილის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის „მასწავლებელთა განათლება“ სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 10/01-01 ბრძანების 1-ელ-7 პუნქტებში, მობილობისთვის განსაზღვრული ვადების ნაწილში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 28 იანვარი; “

ბ) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 29- 30 იანვარი “

გ) ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 31 იანვარი; “

დ) ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 3თებერვალი“

ე) ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ხელშეკრულების    გაფორმება    საგანმანათლებლო    ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 4-5 თებერვალი“.

ვ) ბრძანების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის  მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა- 6 თებერვალი“.

ზ) ბრძანების მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„  7.  შიდა  მობილობის  წესით  სტუდენტების  გადასვლის  შესახებ  რექტორის  ბრძანების პროექტის მომზადება - 7 თებერვალი“.

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორი         გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება