2012-03-21
ბრძანება №:47/01-01

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესისა და საუნივერსიტეტო დაფინანსების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესისა და საუნივერსიტეტო დაფინანსების  კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ  

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  

ვბრძანებ:

1. ა(ა)იპ– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში ,,უნივერსიტეტი“) საუნივერსიტეტო დაფინანსება ითვალისწინებს უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა დაფინანსებას შერჩევის საფუძველზე, უნივერსიტეტის სტუდენტთა აკადემიური შედეგების გათვალისწინებით.
2. საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევა, შეფასება, ასევე, ფაკულტეტისათვის რექტორის ბრძანებით განსაზღვრული საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხის ოდენობას განსაზღვრა ხორციელდება ფაკულტეტების მიერ დადგენილი წესით.
3. საუნივერსიტეტო დაფინანსების კომისია (შემდგომში ,,კომისია“) დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
ა) მანონი ჯოჯუა - საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო–საფინანსო განყოფილების უფროსი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) რუსუდან სანადირაძე – სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (კომისიის წევრი);
გ) სოფიო ცინცაძე – იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი).
4. უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს უნივერსიტეტის ბიუჯეტის ეკონომიკური შემოსავლების 2 პროცენტს. საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობა დგინდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.
5. საუნივერსიტეტო დაფინანსების აბსოლუტური სიდიდე თითოეულ ფაკულტეტზე ნაწილდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, უნივერსიტეტის პოლიტიკიდან გამომდინარე ფაკულტეტების წარდგინებით რექტორის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების  მიხედვით, თითოეულ ფაკულტეტზე წინა სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებით.
6. შერჩეულ საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა სიას უნივერსიტეტის ფაკულტეტები კანდიდატთა შესარჩევ კომისიას წარუდგენენ შესაბამისი სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაციის დასრულებამდე. კანდიდატთა შესარჩევი კომისია განიხილავს ფაკულტეტების მიერ წარმოდგენილ საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატ სტუდენტთა სიებს და უნივერსიტეტის რექტორს წარუდგენს საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა ერთიან სიას.
7. საუნივერსიტეტო დაფინანსებაზე მყოფ სტუდენტთა ერთიანი სია მტკიცდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.
8. საუნივერსიტეტო დაფინანსება არ გაიცემა:
ა) სტუდენტებზე რომლებსაც მოპოვებული აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის/სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის სრული ოდენობა. ნაწილობრივი ოდენობის შემთხვევაში საუნივერსიტეტო დაფინანსება გაიცემა მის პროპორციულად, სწავლის საფასურის სრულად შესავსებად.
ბ) ბაკალავრიატის პირველი სემესტრის სტუდენტებზე.
გ) დამატებითი სემესტრის სტუდენტებზე.
დ) სტუდენტებზე რომლებსაც სრულად არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური.
9. ბრძანება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
10. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
11. ბრძანება ძალაში შევიდეს ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის წესისა და სტუდენტთაგან  საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2010 წლის 29 დეკემბერის №148/2010 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან.




რექტორი                                                                                      ალექსანდრე კვიტაშვილი


« უკან დაბრუნება