2019-04-08
ბრძანება №: 83/01-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების)
საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 29 მარტის N05/04 ერთობლივი ბრძანების და მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნუგზარ ღლონტის 2019 წლის 4 აპრილის N6090/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს
საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
5. კონკურსი გამოცხადდეს 2019 წლის 10 აპრილს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 13 მაისიდან 2019 წლის 17 მაისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2019 წლის 10 ივნისამდე;
6. კონკურსი გამოცხადდეს მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
ა) გეოფიზიკური ველების დინამიკისა და გამოთვლითი გეოფიზიკის სექტორი
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული
ბ) სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორი
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული
7. კონკურსი გამოცხადდეს მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში
მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
ა) დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული
11. სამეცნიერო თანამდებობებზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი №2 );
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
12. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2019 წლის 13 მაისიდან 2019 წლის 17 მაისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). 1000-დან 1700 საათამდე, თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის ქ N1 მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი, II სართული.
13. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში ,,თბილისის უნივერსიტეტი’’.
14.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
15. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
16. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ცისკარიძე