2020-05-01
ბრძანება №:77/02-01
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეპარტამენტების უფროსებისა და პერსონალისათვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხებზე მომზადებულ ცალკეულ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლების მინიჭების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 6 მარტის N52/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეპარტამენტების უფროსებისა და პერსონალისათვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხებზე მომზადებულ ცალკეულ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლების მინიჭების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 6 მარტის N52/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,ო“ და ,,პ” ქვეპუნქტების, პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 29 აპრილის N5783/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეპარტამენტების უფროსებისა და პერსონალისათვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხებზე მომზადებულ ცალკეულ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლების მინიჭების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 6 მარტის N52/02-01 ბრძანებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსს/უფროსის მოვალეობის შემსრულებელს მიენიჭოს აკადემიურ, სამეცნიერო, ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა, უწყვეტი განათლების ცენტრში მოწვეული მასწავლებლებისა და ტრენერების, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად მოწვეულ და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ პერსონალთან შრომით ხელშეკრულებებზე უნივერსიტეტის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება.“.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე