2018-10-22
ბრძანება №:252/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 25 აპრილის N93/01-01 ბრძანების საფუძველზე გამოცხადდა და ჩატარდა კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლების, უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი იქნა კონკურსის შედეგები მათი დამტკიცების მიზნით. ჩატარებული კონკურსის შედეგები დამტკიცებული იქნა ნაწილობრივ უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 6 ივლისის N162/0-01 ბრძანების საფუძველზე. ამავე დროს უნივერსიტეტში განხორციელდა ჩატარებული კონკურსის წინამდებარე ბრძანებაში მოცემული თანამდებობების ნაწილში კანონიერებისა და უნივერსიტეტის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის დადგენის პროცედურა. ხსენებული პროცედურა დასრულდა და საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი იქნა ჩატარებული კონკურსის დარჩენილი შედეგების ამსახველი დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნულისა და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობი ს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დადგენილების-2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე -17 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, მე-18 და მე-20 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის
13 აპრილის N15/04 ერთობლივი ბრძანების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და
ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის შესარჩევი კომისიის თავმჯდომარის ზ. აბაშიძის 2018 წლის 14 ივნისის N11583/10-02 მოხსენებითი ბარათის (თან ერთვის 2018 წლის 14 ივნისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1), ზ. აბაშიძის 2018 წლის 27 ივლისის 14244/10-02 მოხსენებითი ბარათის ( თან ერთვის 2018 წლის 26 ივლისის სხდომის დამატებითი ოქმი შემაჯამებელი ოქმისათვის დასაბუთებებით), ზ. აბაშიძის 2018 წლის 12 ოქტომბრის N23052/10-02 მოხსენებითი ბარათის (თან ერთვის 2018 წლის 11 ოქტომბრის სხდომის ოქმი - დამატებითი ოქმი შემაჯამებელი ოქმისათვის დასაბუთებით) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები:
ძველი ქვეყნების ისტორიის განყოფილება
1.ვალერიან ვაშაკიძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1,0 საშტატო ერთეული
შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილება
2. ქუთათელაძე ქეთევან - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
3. თვარაძე ალექსანდრე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული;
ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილება
4. ჭუმბურიძე დოდო - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
5. ბუბულაშვილი ელდარ - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
6. ჯავახიშვილი ნიკოლოზ - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
7. კოხრეიძე არჩილ - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;
8. შოშიაშვილი ნოდარ - მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;
საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილება
9. იოსელიანი ხათუნა - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილება
10. ავთანდილაშვილი გიორგი -მეცნიერი თანამშრომელი 0,5 საშტატო ერთეული.
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს სამეცნიერო პერსონალთან ხელშეკრულებების გაფორმება.
3. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე