2011-05-02
ბრძანება №:901/01-04

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სამჯერ ერთი და იგივე სავალდებულო სასწავლო კურსის მოსმენისა და კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სამჯერ ერთი და იგივე სავალდებულო სასწავლო კურსის მოსმენისა და კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

სსიპ_ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის 2011 წლის 29 მარტის “სსიპ_ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ერთი და იგივე სავალდებულო სასწავლო კურსის სამჯერ მოსმენისა და კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების შესახებ’’ №697/01-04 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სტუდენტებისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოირკვა შემდეგი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,ვ” ქვეპუნტისა და თსუ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 20 მარტის №36/2010 დადგენილებით დამტკიცებული თსუ სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად ერთი და იგივე სავალდებულო სასწავლო კურსის სამჯერ მოსმენა და კრედიტების ვერმიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს. როგორც ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგინდა, რექტორის 2011 წლის 29 მარტის №697/01-04 ბრძანებაში მითითებულ სტუდენტთა ნაწილს ნამდვილად ჰქონდა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,ვ” ქვეპუნტისა და თსუ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 20 მარტის №36/2010 დადგენილებით დამტკიცებული თსუ სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კატეგორიის სტუდენტები ექვემდებარებიან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 20 მარტის №36/2010 დადგენილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 ოქტომბრის ,,აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრის წარმოების დამტკიცების შესახებ”  №860 ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის №10384/02 27.04.2011; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის №10561/02 29.04.2011; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის №10539/02 28.04.2011; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის №10576/02 29.04.2011; იურიდიული ფაკულტეტის დეკანის №10366/02 27.04.2011 და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის №10536/02 28.04.2011 წარდგინებების საფუძველზე,

                          ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სამჯერ ერთი და იგივე სავალდებულო სასწავლო კურსის მოსმენისა და კრედიტის ვერმიღების გამო, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);
იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6);

2. შეტანილ იქნეს ცვლილება აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრში (თსუ-ს ნაწილში) და ეცნობოს სსიპ_განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
3.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებულ იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52).




რექტორი                                      ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება