2014-01-22
ბრძანება №:10/01-01

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2014 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა” და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და   მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №150/01-01 ბრძანებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა და უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების რეკომენდაც
Justify Center
იის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2014 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით უნივერსიტეტის თითოეულ ფაკულტეტზე შეიქმნას შესაბამისი საკონკურსო კომისიები შემდეგი შემადგენლობით:
ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე -
ა.ა) პროფესორი თამაზ გამყრელიძე;
ა.ბ) პროფესორი რისმაგ გორდეზიანი;
ა.გ) პროფესორი აპოლონ სილაგაძე;
ა.დ) პროფესორი კახაბერ ლორია;
ა.ე) პროფესორი ზაზა სხირტლაძე;
ა.ვ) პროფესორი მანანა რუსიეშვილი;
ა.ზ) პროფესორი დემურ ჯალაღონია;
ა.თ)  ასოცირებული პროფესორი ქეთევან ხუციშვილი;
ა.ი) გაგა ლომიძე - თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის სამეცნიერო განყოფილების გამგე;
ა.კ) ვაჟა შენგელია - თსუ არნოლდჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე;
ა.ლ) გიორგი საითიძე - თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე -
ბ.ა) პროფესორი რამაზ ბოჭორიშვილი;
ბ.ბ) პროფესორი ალექსანდრე გამყრელიძე;
ბ.გ) პროფესორი უშანგი გოგინავა;
ბ.დ) პროფესორი ბეჟან თუთბერიძე;
ბ.ე) პროფესორი დავით კერესელიძე;
ბ.ვ) პროფესორი შოთა სამსონია;
ბ.ზ) პროფესორი ნანა შათაშვილი;
ბ.თ) პროფესორი დიანა ძიძიგური;
ბ.ი) ნოდარ ლომიძე - თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
ბ.კ) ნიკოლოზ ავაზაშვილი - თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;
ბ.ლ) იზოლდა კახნიაშვილი - თსუ რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
ბ.მ) ფერანდო მაისაძე - თსუ ა. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
ბ.ნ) ელენე სალუქვაძე - თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
ბ.ო) სულხან ნანობაშვილი - თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
ბ.პ) მზია ციცაგი - თსუ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ორგანული სინთეზის ლაბორატორიის გამგე;
ბ.ჟ) რევაზ კვატაშიძე - თსუ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის დირექტორი;
ბ.რ) ნოდარ ვარამაშვილი - თსუ მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
ბ.ს) თორნიკე ქადეიშვილი - თსუ ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის გეომეტრია-ტოპოლოგიის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 

გ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე -
გ.ა) ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ ბერიძე;
გ.ბ) პროფესორი ნოდარ ხადური;
გ.გ) პროფესორი რევაზ გველესიანი;
გ.დ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
გ.ე) პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი;
გ.ვ) პროფესორი ქეთევან მარშავა;
გ.ზ) პროფესორი ნუგზარ თოდუა;
გ.თ) პროფესორი დავით ნარმანია;
გ.ი) გიორგი ბერულავა - თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის ბიზნესის კვლევის განყოფილების გამგე. 

დ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე-
დ.ა)   პროფესორი გიორგი გოგსაძე ;  
დ.ბ)  ასისტენტ  პროფესორი ხათუნა მარწყვიშვილი;
დ.გ)  ასოცირებული პროფესორი ნინო დურგლიშვილი;
დ.დ) პროფესორი დალი ოსეფაშვილი; 
დ.ე) ასოცირებული პროფესორი ფიქრია ასანიშვილი; 
დ.ვ) ასოცირებული პროფესორი ნანა მაჭარაშვილი;
დ.ზ) ასოცირებული პროფესორი თამარ მახარაძე; 
დ.თ)  ასოცირებული პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე. 

ე) იურიდიული ფაკულტეტზე -
ე.ა) პროფესორი ლევან ალექსიძე;
ე.ბ) პროფესორი ნუგზარ სურგულაძე;
ე.გ) პროფესორი ირაკლი ბურდული;
ე.დ) პროფესორი გიორგი კვერენჩხილაძე;
ე.ე) ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი;
ე.ვ) პროფესორი ნონა თოდუა;
ე.ზ) პროფესორი თევდორე ნინიძე;
ე.თ) პროფესორი მაია კოპალეიშვილი;
ე.ი) ედიშერ ფუტკარაძე - თსუ თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

ვ) მედიცინის ფაკულტეტზე -
ვ.ა) პროფესორი არჩილ ხომასურიძე;
ვ.ბ) პროფესორი მერაბ კილაძე;
ვ.გ) პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი;
ვ.დ) პროფესორი რუსუდან ქარსელაძე;
ვ.ე) პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი;
ვ.ვ) პროფესორი თეიმურაზ ჯორბენაძე;
ვ.ზ) პროფესორი თეიმურაზ ჩიგოგიძე;
ვ.თ)  ასოცირებული პროფესორი ნინი ჩიხლაძე;
ვ.ი)  ნინო კორძაძე - თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის ტრანსლაციური ბიომედიცინის დეპარტამენტის უფროსი.

2. კომისიებს დაევალოთ ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2014 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევა და ფორუმისათვის წარმოდგენა მოქმედი კანონმდებლობის,  ,,ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის N150/01-01 ბრძანებითა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის №150/01-01 ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის 2014 წლისთვის შესრულების უზრუნველსაყოფად ვადების დადგენის თაობაზე“ რექტორის 2014 წლის 13 იანვრის N02/01-01 ბრძანებით განსაზღვრული წესითა და ვადებში.
3. კომისიების მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა დაევალოთ შესაბამისი ფაკულტეტების ადმინისტრაციებს.
4. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი, აკადემიკოსი                                                                          ვლადიმერ პაპავა  

« უკან დაბრუნება