2014-09-29
ბრძანება №:168/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ჩამოყალიბების უზრუნველყოფისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ’’ უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისაგან  ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულების გამოყოფისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისგან განათლების მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულების გამოყოფისა და მათი გაერთიანების გზით ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ჩამოყალიბების მიზნით:
ა) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა აკადემიურ საბჭოზე არაუგვიანეს 2014 წლის 6 ოქტომბრისა, განსახილველად წარდგენის მიზნით უზრუნველყოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის მიკუთვნების გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და წარდგენა;
ბ) უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტმა უნივერსიტეტის რექტორისათვის არაუგვიანეს 2014 წლის 6 ოქტომბრისა, უზრუნველყოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ამავე პროგრამებზე და იმავე სამართლებრივი მდგომარეობით (მათ შორის სტატუსით) გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და რექტორისათვის წარდგენა;
გ) უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტმა აკადემიურ საბჭოზე არაუგვიანეს 2014 წლის 6 ოქტომბრისა, განსახილველად წარდგენის მიზნით უზრუნველყოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან შესაბამისი აკადემიური პერსონალის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე გადაყვანის, ასევე ახალი ფაკულტეტის შექმნასთან დაკავშირებით, აკადემიურ პერსონალთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელ სხვა აქტებში შესაბამისი ცვლილებებისა თუ დამატებების შესახებ გადაწყვეტილების პროექტების მომზადება და წარდგენა;
დ) უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტმა არაუგვიანეს 2014 წლის 6 ოქტომბრისა, უზრუნველყოს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შექმნასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის უნივერსიტეტის საშტატო განრიგში ცვლილებებისა თუ დამატებების შეტანის შესახებ (ან განსახორციელებელი ცვლილებების გამო ახალი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ) გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და რექტორისათვის წარდგენა;
ე) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი საბჭოს შექმნის აქტის პროექტის მომზადება და რექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა დაევალოს უნივერსიტეტის იურიდიულ დეპარტამენტს, არაუგვიანეს 2014 წლის 8 ოქტომბრისა.
2. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისაგან  ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულების გამოყოფისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისგან განათლების მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულების გამოყოფისა და მათი გაერთიანების გზით, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ჩამოყალიბების მიზნით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პერსონალის მართვის დეპარტამენტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ უზრუნველყოფილი იქნას -
ა) ფაკულტეტის დებულებების ცვლილებებისა თუ დამატებების, ასევე ფაკულტეტის ახალი რედაქციის მქონე დებულების პროექტების შემუშავება, უნივერსიტეტში დადგენილი პროცედურების გავლით უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოსათვის განსახილველად წარდგენა არაუგვიანეს 2014 წლის 10 ოქტომბრისა;
ბ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა არაუგვიანეს 2014 წლის 10 ოქტომბრისა;
გ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილეები დანიშვნის მიზნით უნივერსიტეტის რექტორისათვის წარდგენა არაუგვიანეს 2014 წლის 17 ოქტომბრისა;
დ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკაულტეტიდან ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დამხმარე პერსონალის გადაყვანის (მათთან არსებული შრომითი პირობების გაუარესების გარეშე) შესახებ გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
ე) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის გამართულად ფუნქციონირებისათვის სხვა საკადრო, ასევე მატერიალური (უძრავ-მოძრავი) რესურსებით კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანების დაწესებულების ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში, მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა                                         

« უკან დაბრუნება