2014-05-22
ბრძანება №:919/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ,,სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტის” (IV საფეხური) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ,,პროფესიული ტესტირების  ჩატარების დებულების‘‘ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-2, მე-3 პუნქტების,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, რექტორის 2014 წლის 19 მაისის №67/01-01 ბრძანებით დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტისა და ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის დირექტორის 2014 წლის 22 მაისის №16135/02 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე -  ,,სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი” (IV საფეხური) №1 დანართში მითითებული პროფესიული სტუდენტები (დანართი №1).
2.    შეტანილ იქნეს ინფორმაცია პროფესიული კოლეჯების მართვის სისტემაში 3 (სამი) დღის ვადაში;
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.    ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირისათვის გაცნობისთანავე.


რექტორი, პროფესორი                        აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება