2013-03-13
ბრძანება №:560/01-04

ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე

ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს" და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, მე-60 მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2013 წლის 12 მარტის №8012/02 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან, 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო,  დანართი №1-ში მითითებულ ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს (დანართი №1).
2.    შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში   (1 დღის ვადაში).
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი                                           ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება