2018-06-08
ბრძანება №:154/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ სტუდქალაქის შინაგანაწესში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ სტუდქალაქის შინაგანაწესში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე


        ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 04 ივნისის N11260/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის  27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ სტუდქალაქის შინაგანაწესში: 


ა)  შინაგანაწესის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე   ,,ბ1“ ქვეპუნქტი:

,,ბ1)  სტუმარი - უნივერსიტეტში მობილობის ან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მყოფი სტუდენტი, უნივერსიტეტის მიერ გაფორმებული შესაბამისი მემორანდუმის, ხელშეკრულებისა თუ სხვა სამართლებრივი აქტის ფარგლებში უნივერსიტეტში დროებით სტუმრად მყოფი პირი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს, ან საზღვარგარეთის ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, ან პერსონალს, ასევე უნივერსიტეტის სახელით გასამართ ღონისძიებაზე (რომლის ორგანიზატორი, ან თანაორგანიზატორია უნივერსიტეტი) მოწვეული, ან ამ ღონისძიებაში მონაწილე პირი.“;


ბ) შინაგანაწესის  მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 9. ლისის საერთო საცხოვრებელში უნივერსიტეტის სტუმრის განთავსების წესები


1. ლისის საერთო საცხოვრებელში უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით განისაზღვრება საცხოვრებელი ფართი უნივერსიტეტის სტუმრების განთავსების მიზნით.

2. სტუმართა ლისის საერთო საცხოვრებელში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის კორესპონდენცია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წერილობითი დავალებით. ხსენებული     კორესპონდენციის    წარდგენამდე     შესაბამისი      სტრუქტურული     ერთეული 

ვალდებულია სტუმრების ვიზიტის დადეგმვის ეტაპზე (ვიზიტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ვიზიტამდე 15 სამუშაო დღით ადრე) დაადგინოს ლისის საერთო საცხოვრებლის მზაობა შესაბამისი ვიზიტის უზრუნველსაყოფად. 

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო საცხოვრებელში განთავსებული სტუმრის მიერ ფართით სარგებლობისა, ან მომსახურებისათვის გადასახადის გადახდის მიზნით გამოიყენება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე“ ბრძანებით განსაზღვრული სარგებლობის ტარიფები.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ სტუმრის სტატუსით მოსარგებლე პირი არის უნივერსიტეტში მობილობის, ან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მყოფი სტუდენტი, უნივერსიტეტის მიერ გაფორმებული შესაბამისი მემორანდუმის, ხელშეკრულებისა თუ სხვა სამართლებრივი აქტის ფარგლებში უნივერსიტეტში დროებით სტუმრად მყოფი პირი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, ან პერსონალს, ასევე უნივერსიტეტის სახელით გასამართ ღონისძიებაზე (რომლის ორგანიზატორი ან თანაორგანიზატორია უნივერსიტეტი) მოწვეული, ან ამ ღონისძიებაში მონაწილე პირი და ზემოხსენებული მემორანდუმი, ხელშეკრულება თუ სხვა სამართლებრივი აქტი ითვალისწინებს უნივერსიტეტის მხრიდან აღნიშნულ სტუმართა ცხოვრების ხარჯების დაფარვას, უნივერსიტეტის სტუმრები განთავსდებიან ფართით სარგებლობის (მომსახურებისთვის) გადასახადის გადახდის გარეშე.“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                         ნუნუ ოვსიანიკოვა






« უკან დაბრუნება