2018-10-17
ბრძანება №:1018/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - „კულტურის კვლევები“ საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატ ჰრაჩია სარგსიანის ჩარიცხვის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - „კულტურის კვლევები“ საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატ ჰრაჩია სარგსიანის ჩარიცხვის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანების „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი  ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ  დოკუმენტების  წარდგენისა  და  განხილვის წესის  დამტკიცების  შესახებ”  მე-2  მუხლის  პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, „აბიტურიენტებისათვის /მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის/სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 10 ოქტომბრის N303 ბრძანების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის (N18849/27, 17.09.2018) წერილისა და მაგისტრანტობის კანდიდატ ჰრაჩია სარგსიანის (N12748/10-02, 05.07.2018) განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხოს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე - „კულტურის კვლევები“, საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰრაჩია სარგსიან (პასპორტის №).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. 
3. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი              გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება