2017-03-13
ბრძანება №:356/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრის თეონა შარიქაძის და მაგისტრანტის ეკა მაღლაფერიძის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრის თეონა შარიქაძის  და  მაგისტრანტის ეკა მაღლაფერიძის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,,ო’’და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 21 მარტის №47/01-01 და   2016 წლის 07 აპრილის №50/01-01 ბრძანებების, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თ. ბერიძის 06.03.2017წ. №2748/29 წარდგინების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაფინანსდნენ, უნივერსიტეტის მიერ, 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრი თეონა შარიქაძე _ 421.87 ლარით    და  მაგისტრანტი ეკა  მაღლაფერიძე – 1406.25 ლარით. 
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები  ბაკალავრისა და მაგისტრანტის მონაცემთა ბაზაში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                 ნ. ოვსიანიკოვა 

« უკან დაბრუნება