2010-12-01
ბრძანება №:114/01-01

ივანე ჯავახიშვილის დაბადების 135 წლისთავის აღნიშვნის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის დაბადების 135 წლისთავის აღნიშვნის შესახებ
 
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, პირველი ქართული უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის დაბადების  135 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები გაიმართოს 2011 წლის აპრილში.
  2. შეიქმნას ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
    ა) ალექსანდრე კვიტაშვილი – რექტორის მოვალეობის შემსრულებელი (თავმჯდომარე);

    ბ) მარიამ ლორთქიფანიძე – რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი (თანათავმჯდომარე);

    გ) თამაზ გამყრელიძე – რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი (თანათავმჯდომარე);

    დ) ლევან ალექსიძე  – რექტორის მოადგილე (თანათავმჯდომარე);

    ე) ოთარ ჯაფარიძე – რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი (თანათავმჯდომარე);

    ვ) დავით ჩომახიძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (თავმჯდომარის მოადგილე);

    ზ)  კახაბერ ლორია – წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი;

    თ)  მარინე ლომოური – რექტორის მრჩეველი;

    ი) დარეჯან თვალთვაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;

    კ) ირაკლი საღარეიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის უფროსი;

    ლ) ნინო დურგლიშვილი – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;

    მ) ნანა მამაგულიშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;

    ნ) გიორგი ღვედაშვილი – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი;

    ო) ნუნუ ოვსიანიკოვა – კანცელარიის უფროსი;

    პ) მაია გურაბანიძე – მუზეუმის დირექტორი;

    ჟ) ირაკლი ხარჯავანიძე – კულტურისა და სპორტის ცენტრის უფროსი;

    რ) ვასილ გუბაძე – სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი;

    ზ) ზურაბ გაიპარაშვილი – მუზეუმის დირექტორის მოადგილე (კომისიის მდივანი).
  3. კომისიამ შეიმუშაოს საიუბილეო ღონისძიებების ნუსხა და უხელმძღვანელოს მათ განხორციელებას;
  4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს; 
  5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაინტერესებულ პირთა და სტრუქტურულ ერთეულთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
  6. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.








რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი                                    ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება