2017-06-26
ბრძანება №:149/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტის (კვების ობიექტის ბუღალტერი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტის (კვების ობიექტის ბუღალტერი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ი. საღარეიშვილის 2017 წლის 21 ივნისის №9729/10 წერილის საფუძველზე 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტის (კვების ობიექტის ბუღალტერი) შესარჩევად.
2. აპლიკანტს მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) კვების ობიექტის ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული (MS Office)  და კვების ობიექტის აღრიცხვის პროგრამის ცოდნა;
დ) მარაგების და მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარების, ნაღდი და უნაღდო ოპერაციების, სალარო აპარატის მაჩვენებლების შედარების,  ანგარიშგების შედგენის  ცოდნა;
ე) ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; კონტროლი ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე; ეკონომიკური მოვლენების შესახებ პირველადი დოკუმენტების დროული გაფორმება; ხარჯთაღრიცხვისა და კალკულაციის შედგენის, შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის, გამოყენებისათვის უვარგისი და ვადაგასული პროდუქტების ხარჯებში ჩამოწერისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის Dშედგენის ცოდნა; 
ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის გამოყენების უნარი;
3. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის pdf ვერსია) ელქტრონულად;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ჯანმრთელობის ცნობა. 

4. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ;
5. აპლიკანტები (ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც აკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს) წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან ზეპირ გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ)  და გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
6. შერჩეული აპლიკანტის შრომის ანაზღაურების ოდენობა და სხვა პირობები განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით. 
7. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტის (კვების ობიექტის ბუღალტერი)  შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი №1).
8. საბუთები გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2017 წლის 26 ივნისიდან 2017 წლის   3 ივლისის 18 საათამდე,  ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge.  სათაურის ველში უნდა მიეთითოს "საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტი (კვების ობიექტის ბუღალტერი)." 
9. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტის (კვების ობიექტის ბუღალტერი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე -  www.tsu.ge-ze და www.jobs.ge-ze;
10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

   
ადმინისტრაციის ხელძღვანელი          ნ. ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება