2010-04-16
ბრძანება №:40/01-01

სტიპენდიის მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

სტიპენდიის მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

  1. 2010 წლის 20 და 21 აპრილს ჩატარდეს შესარჩევი კონკურსი ტარტუს, ვილნიუსის, ლატვიის, ბრატისლავას, ვარშავას, ვიადრინას   უნივერსიტეტების მიერ თსუ-სათვის გამოყოფილი ინგლისურენოვანი 22 საბაკალავრო და 3 სამაგისტრო სტიპენდიის  მოსაპოვებლად.
  2. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
           ა) მარტინ კარნერი - ესტონეთის ელჩის მოადგილე;
           ბ) კლაუდია ჰიპი – თსუ-ს საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი;
           გ) პროფ. ნინო ჯავახიშვილი – სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტი;
           დ) პროფ. ეკა ლეკაშვილი – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
           ე) პროფ. ნინო რუხაძე – იურიდიული ფაკულტეტი.
  1. დაევალოს კანცელარიას (ნ. ოვსიანიკოვა) ბრძანების საჯაროდ გამოქვეყნება.
  2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თეა გერგედავას 2010 წლის 16 აპრილის №9444/02 წერილი.






რექტორი, პროფესორი                                  გიორგი ხუბუა

« უკან დაბრუნება