2012-05-08
ბრძანება №:60/01-01
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა (პრეზიდენტის სტიპენდიანტთა) ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ
ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა (პრეზიდენტის სტიპენდიანტთა) ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,პრეზიდენტის სტიპენდიები ბაკალავრიატის წარჩინებულ სტუდენტებს” პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №159 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ს” ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს ,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განსაკუთრებით ნიჭიერ სტუდენტებისათვის პრეზიდენტის სტიპენდიების მინიჭების წესი“ თანდართული სახით (დანართი).
2. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – ,,უნივერსიტეტი“) 2011/2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა, პრეზიდენტის სტიპენდიებით სემესტრული დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხები, ფაკულტეტზე წინა სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე შესაბამისი საფეხურის სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებით გადანაწილდეს შემდეგნაირად:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - დაფინანსდეს
47 სტუდენტი;
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - დაფინანსდეს 57 სტუდენტი;
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - დაფინანსდეს
49 სტუდენტი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (მათ შორის ტურიზმის
საბაკალავრო პროგრამა) – დაფინანსდეს 97 სტუდენტი;
ე) იურიდიული ფაკულტეტი - დაფინანსდეს 66 სტუდენტი;
ვ) მედიცინის ფაკულტეტი - დაფინანსდეს 13 სტუდენტი.
3. საბუთების მიღება იწარმოებს შესაბამისი ფაკულტეტების მიერ განსაზღვრული ვადით.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება