2015-01-21
ბრძანება №:13/01-01

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2015 წლის 15 იანვრის №06/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2015 წლის 15 იანვრის  №06/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  ფსიქოლოგიისა და განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის თ. გაგოშიძის 2015 წლის 15 იანვრის №998/02  წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
  1. შევიდეს ცვლილება "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ" რექტორის 2015 წლის    15 იანვრის  № 06/01-01 ბრძანების მე-4 პუნქტში  და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
    "4. კონკურსი გამოცხადდეს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: ფსიქოლოგიის მეცნიერებათა  სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი
       ასისტენტ პროფესორი – 5 საშტატო ერთეული
  2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
  3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
  4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



რექტორი, პროფესორი,                     აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა « უკან დაბრუნება