2015-11-16
ბრძანება №:177/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო კურსის “ორის – ბუღალტერიის“-ის მასწავლებელთა ანაზღაურების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო  კურსის  “ორის – ბუღალტერიის“-ის მასწავლებელთა ანაზღაურების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე  და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის  2015 წლის 05 ნოემბრის №41228/02 წერილის  საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:  

1. სასერტიფიკატო   კურსის  “ორის – ბუღალტერიის“-ის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 20 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), კურსის მოცულობა - 24 საათი;
2. გაიხსნას უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსი “ორის – ბუღალტერია”, კურსზე მინიმუმ 7 მსმენელის არსებობის შემთხვევაში ;
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     დავით  ჩომახიძე 

« უკან დაბრუნება