2012-03-16
ბრძანება №:43/01-01

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012/2013 სასწავლო წლის ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012/2013 სასწავლო წლის ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების  მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის №412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 15-ე მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ს’’ ქვეპუნქტების და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (06029; 15.03.2012) საფუძველზე
 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.    ჩატარდეს შესარჩევი კონკურსი ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი გაცვლითი  პროგრამების ფარგლებში, 2012-2013 სასწავლო წლისთვის გამოყოფილი საბაკალავრო და სამაგისტრო ერთსემესტრიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2012 წლის 20 და 22 მარტს თსუ მეორე კორპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი#3, თსუ-ს მეორე კორპუსი, ოთახი 135).
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)    კომისიის თავმჯდომარე ლია წულაძე (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ      მეცნიერებათა ფაკულტეტი)
ბ) კომისიის წევრი  ეკა ლეკაშვილი (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი)
გ) კომისიის წევრი ალეკო თევზაძე (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი)
დ) კომისიის წევრი ლიტა სურმავა (თსუ იურიდიული ფაკულტეტი)
ე) კომისიის წევრი მანანა რუსეიშვილი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტი)
ვ) კომისიის წევრი მანანა გელაშვილი (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტი)
ზ) კომისიის წევრი ნანა მაისურაძე (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი)
4.    დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის
მთავარი სპეციალისტი – ლელა კაცაძე.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარების წესი და კანდიდატთა შესარჩევი შეფასების კრიტერიუმები (დანართი 1).
6.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს
საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
7.    ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის
ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.











რექტორი:                              ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება