2019-05-31
ბრძანება №:123/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (კონდენსირებული გარემოს ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (კონდენსირებული გარემოს ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების  შესახებ”  თსუ  რექტორისა  და  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის 2019 წლის 29 მარტის N6/04 ერთობლივი    ბრძანებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ. ხომერიკის 2019 წლის 29 მაისის  N9935/28 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.    გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (კონდენსირებული გარემოს ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო    ლაბორატორია), ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;
2.    კონკურსი გამოცხადდეს 2019 წლის 3 ივნისს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 10 ივნისიდან 2019 წლის 14 ივნისის  ჩათვლით;
3.    კონკურსი ჩატარდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 თვის ვადაში.
4.    კონკურსი ცხადდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (კონდენსირებული გარემოს ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) - 1 საშტატო ერთეულზე.
5.    ლაბორანტის (კონდენსირებული გარემოს ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში 480 (ოთხას ოთხმოცი) ლარით.
6.    ლაბორანტის (კონდენსირებული გარემოს ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:

ა)  განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ; ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ)  პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
დ)  უმაღლესი განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ე)  სამოტივაციო წერილი;
ვ)  სამუშაო გამოცდილება პროფილის შესაბამისად.

7.    ვაკანტურ   თანამდებობაზე   შერჩეულ   პირს   ეზღუდება   პარალელურად მუშაობდეს სხვა ორგანიზაციაში;
8.    დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორანტის (კონდენსირებული გარემოს ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ალექსანდრე შენგელაია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ამირან ბიბილაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - მდივანი;
გ) დიმიტრი   დარასელია   - ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე - წევრი;
დ) გრიგორ მამნიაშვილი   - ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - წევრი;


9.   დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (კონდენსირებული გარემოს ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი N1 );
10.  საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 10 ივნისიდან 2019 წლის 14 ივნისის ჩათვლით 1000-დან    1700  საათამდე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში. მისამართი თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N3,   თსუ II კორპუსი, ოთახი N110;
11. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
12. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, საფინანსო დეპარტამენტი,    პერსონალის მართვის    დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის   სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
13.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება