2018-06-14
ბრძანება №:156/02-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ სტუდქალაქის შინაგანაწესში ცვლილების შეტანის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ სტუდქალაქის შინაგანაწესში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის გ. ტალახაძის 2018 წლის 03 ივნისის N12062/10 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ სტუდქალაქის შინაგანაწესში და შინაგანაწესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ სტუმრის სტატუსით მოსარგებლე პირი არის უნივერსიტეტში მობილობის, ან გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მყოფი სტუდენტი, უნივერსიტეტის მიერ გაფორმებული შესაბამისი მემორანდუმის, ხელშეკრულებისა თუ სხვა სამართლებრივი აქტის ფარგლებში უნივერსიტეტში დროებით სტუმრად მყოფი პირი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, ან პერსონალს, ასევე უნივერსიტეტის სახელით გასამართ ღონისძიებაზე (რომლის ორგანიზატორი ან თანაორგანიზატორია უნივერსიტეტი) მოწვეული, ან ამ ღონისძიებაში მონაწილე პირი და ზემოხსენებული მემორანდუმი, ხელშეკრულება თუ სხვა სამართლებრივი აქტი ითვალისწინებს უნივერსიტეტის მხრიდან აღნიშნულ სტუმართა ცხოვრების ხარჯების დაფარვას, უნივერსიტეტის სტუმრები განთავსდებიან ფართით სარგებლობის (მომსახურებისთვის) გადასახადის გადახდის გარეშე. ლისის საერთო საცხოვრებელში აგრეთვე შესაძლებელია განთავსდნენ უნივერსიტეტის ის სტუდენტები, რომლებიც წარმოადგენენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან სხვა მიზნობრივი პროფილის პროექტის ან ღონისძიების მონაწილეებს (მათ შორის ერთობლივი პროექტის, ღონისძიების, რომლის ორგანიზატორი ან თანაორგანიზატორია უნივერსიტეტი), შესაბამისი პროექტისა თუ ღონისძიების პირობების გათვალისწინებით (კერძოდ, ხსენებული პირობები შეიძლება ეხებოდეს ფართით სარგებლობას (მომსახურებას) გადასახადის გადახდის
გარეშე, ფართით სარგებლობას (მომსახურებას) გადასახადის გადახდით შესაბამისი პროექტის ან ღონისძიების ბიუჯეტით გათვალისწინებული ოდენობით, მაგრამ არანაკლებ უნივერსიტეტის მიერ დადგენილი ოდენობებისა, პროექტით ან ღონისძიებით გათვალისწინებულ ვადებს და სხვ.))“.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა