2016-06-07
ბრძანება №:85/01-01

"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" რექტორის 2012 წლის 12 ივლისის №84/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


"სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" რექტორის 2012 წლის 12 ივლისის №84/01-01 ბრძანებაში ცვლილებების   შეტანის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა”, "ო" "პ" ქვეპუნქტებისა და  მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" რექტორის 2012 წლის 12 ივლისის №84/01-01 ბრძანებაში: 
ა) ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  "ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"ბ) ძირითადი გამოცდების პერიოდში შეაფასოს ნაშრომები მიღებიდან     5 კალენდარული დღის ვადაში და არაუგვიანეს მეექვსე დღის 12 საათისა წარადგინოს საგანმანათლებლო ერთეულის უფლებამოსილ პირთან."
ბ) ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს    "ბ" ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის "გ" ქვეპუნქტი:
"გ) დამატებითი გამოცდების პერიოდში შეაფასოს ნაშრომები მიღებიდან    2 კალენდარული დღის ვადაში და არაუგვიანეს მესამე დღის 12 საათისა წარადგინოს საგანმანათლებლო ერთეულის უფლებამოსილ პირთან."
2. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
3. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს კანცელარიას.
6. ბრძანება ძალაშია  გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის 
შემსრულებელი, პროფესორი                              დარეჯან თვალთვაძე

« უკან დაბრუნება