2010-07-14
ბრძანება №:164/02-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის "თსუ-ში მართვის უნარების გაუმჯობესების" ფარგლებში სამუშაო ჯგუფის წევრების დამტკიცების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის "თსუ-ში მართვის უნარების გაუმჯობესების" ფარგლებში სამუშაო ჯგუფის წევრების დამტკიცების შესახებ

 ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის  23-ე და 24-ე მუხლებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის "თსუ-ში მართვის უნარების გაუმჯობესების" პროექტის ფარგლებში (მეორე ფაზა - 2010 წლის 14 ივლისიდან 31 დეკემბრამდე) დამტკიცდეს სამუშაო ჯგუფის შემდეგი შემადგენლობა:
    • ანასტასია ზაქარიაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
    • რუსუდან ჩიქოვანი – სასწავლო დეპარტამენტის უფროსი;
    • თინა მელქოშვილი – სასწავლო დეპარტამენტის სტუდენტთა მომსახურების განყოფილების სპეციალისტი;
    • თეა იმედაძე – საგამოცდო ცენტრის უფროსი;
    • დავით გულუა – საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტი;
    • ლიანა გიორგაძე – იურიდიული ფაკულტეტის სპეციალისტი;
    • ეკატერინე სირაძე - იურიდიული ფაკულტეტის სპეციალისტი;
    • ირმა მშვენიერაძე – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
    • დალი არახამია – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
    • ზვიად მურადაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი;
    • ზაალ გოგენია – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
    • ნინო ჯავახიშვილი – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი, ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
    • მედეა უშარაული – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სპეციალისტი;
    • მაია ჟღენტი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სპეციალისტი;
    • მანანა ხაჩიძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნირებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი;
    • შორენა ჩუბინიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნირებათა ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი;
    • ვაჟა ცხოვრებაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნირებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი;
    • მაია ხუბუა – მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
    • შორენა ხიდეშელი – თსუ პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
    • დარეჯან ყარაულაშვილი – თსუ კანცელარიის სპრციალისტი. 

  2. პროექტის "თსუ-ში მართვის უნარების გაუმჯობესების" სამუშაო ჯგუფის მუშაობას კოორდინაციას გაუწევს პროექტის საკორდინაციო ჯგუფის შემდეგი შემადგენლობა:
    • თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - პროექტის მენეჯერი;
    • ვლადიმერ ფირცხალავა  - UNDP IT, ანალიტიკოსი - პროექტის გარე მონიტორინგი;
    • ნიკოლოზ ქოიავა - საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - პროექტის საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელი;
    • გიორგი ხიშტოვანი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მოვალეობის შემსრულებელი - პროექტის საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელი;
    • გიორგი კიკალეიშვილი - სასწავლო დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი - პროექტის საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;

  3. დაევალოს სამუშაო ჯგუფს "თსუ-ში მართვის უნარების გაუმჯობესების" პროექტის მეორე ფაზით გათვალისწინებული იმპლიმენტაციის პროცესში აქტიური ჩართვა.

  4. მეორე ფაზის პროექტის მიმდინარეობის პერიოდში (2010 წლის 14 ივლისიდან 28 აგვისტომდე) სამუშაოდ გამოიყოს თსუ მე-2 კორპუსში არსებული 135-ე აუდიტორია.

  5. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

  6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
       საფუძველი: საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილი №16717/02; 09.07.2010 წელი.


 ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                 რ. ხარბედია
« უკან დაბრუნება