2018-02-07
ბრძანება №:27/01-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ’’ უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 7 სექტემბერის №170/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ’’ უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 7 სექტემბერის №170/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის   2018 წლის 31 იანვრის N1716/32 და 2 თებერვლის N1883/32  წერილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ’’ უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 7 სექტემბრის №170/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში და აღნიშნული ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 14 - 26 მარტი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 19 - 26 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  26 მარტი – 7 ივლისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 9 - 20 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  26 ივლისი - 4 აგვისტო  (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 5 აგვისტო - 16 სექტემბერი.“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი           გიორგი შარვაშიძე

 
« უკან დაბრუნება