2010-09-03
ბრძანება №:25

დეკანის ბრძანება №25 სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნებისათვის საარჩენო კომისიის შექმნისა, არჩევნების ვადის განსაზღვრისა და კანდიდატთა მიერ რეგისტრაციისათვის სავალდებულო დოკუმენტთა შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 29–ე მუხლის მე–2 პუნქტის ''ე''ქვეპუნქტის, იურიდიული ფაკულტეტის დებულების მე–10 მუხლის 1 პუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების (აკადემიური საბჭოს №229 დადგენილება, 1 ივნისი, 2009 წელი) მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის  შესაბამისად

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეიქმნას სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნებისათვის საარჩევნო კომისია შემდეგი  შემადგენლობით:
გურამ ნაჭყებია (თავმჯდომარე)
მორის შალიკაშვილი (მდივანი)
მარინა გარიშვილი
2. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდეს 2010 წლის 1 ოქტომბერს.
3. კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 2010 წლის 10 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით.
4. კანდიდატად დარეგისტრირების მსურველმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
  1. განცხადება
  2. საინიციატივო ჯგუფის (სადისერტაციო საბჭოს სამი წევრის) წარდგინება კანდიდატად დასახელებაზე
  3. პირადობის მოწმობის ასლი
  4. CV
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
6. ბრძანება განთავსდეს იურიდიული ფაკულტეტის ვებ–გვერდზე.
7.ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სამდივნოს (პ. ტურავა).



ირაკლი ბურდული

დეკანი,
ასოცირებული პროფესორი
« უკან დაბრუნება