2011-06-15
ბრძანება №:107/02-01
"სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 27 დეკემბრის №293/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და დამტკიცების შესახებ

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის "დ" პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2011 წლის 14 ივნისის №15036/02 წერილის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს ცვლილება "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 27 დეკემბრის №293/02-01 ბრძანებაში და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი დამტკიცდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი №1);
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანართი ძალაშია 2011 წლის 14 ივნისიდან;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დ. ჩომახიძე