2018-02-21
ბრძანება №:141/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2018 წლის პირველი იანვრიდან – 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2018 წლის პირველი იანვრიდან – 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით) ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს’’ პროგრამის ფარგლებში სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 7 თებერვლის №115 და სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის   6 დეკემბრის №255/01-01 ბრძანებების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თ.დოლბაიას 15.12.2017წ. №23201/27 განცხადების და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის დ. კანდელაკის 15.12.2017წ. №23261/10 დასკვნის საფუძველზე,
 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაენიშნოთ სტიპენდია, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2018 წლის პირველი იანვრიდან – 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით), სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში თითოეულს თვეში 150 ლარი დანართი №1 – ის მიხედვით;   
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს თვეში 10950 ლარი, უნივერსიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით, ,,სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს” პროგრამის ფარგლებში, სხვა ხარჯების მუხლში გათვალისწინებული სახაზინო თანხებიდან;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                ნ. ოვსიანიკოვა
« უკან დაბრუნება