2017-03-06
ბრძანება №:39/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტების, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის,    29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილებით (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10 29.12.2014წ.) დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2  და მე-3 პუნქტების, ამავე წესის მე-3 მუხლის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის პირველი მარტის №04/04 ერთობლივი ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას 2017 წლის 23 თებერვლის № 2052/30 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 6 მარტს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 7 აპრილიდან 2017 წლის  21 აპრილამდე. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 22 მაისისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად: 

  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
     ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
  
  სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის  დეპარტამენტი
     (სოციალური მუშაობა)
      ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
  
  პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტი
      ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული

5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა)  განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი   ფორმის მიხედვით);    
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით   (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული  (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);       
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)  სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ)სამეცნიერო – პედაგოგიური  მუშაობის  გამოცდილების   დამადასტურებელი  დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2017 წლის 7 აპრილიდან  2017 წლის 21 აპრილამდე 930-დან 1800 საათამდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. № 8 (IV კორპუსი) ოთახი №302; 
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი"
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი     გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება