2010-06-29
ბრძანება №:150/02-01
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის (ფართის) იჯარის წესით გადაცემის, კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისათვის საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის (ფართის) იჯარის წესით გადაცემის, კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისათვის საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ
« უკან დაბრუნება
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23–24 მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 25.06.2010 წლის №24-09-5/10543 და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 07.06.2010 წლის №16/2093/9-10 მოწერილობებიდან და წარმომადგენლობითი საბჭოს 24.05.2010 წლის №25 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი რომან ხარბედია
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
-
გამოცხადდეს კონკურსი ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქ. №13-ში (ბიოლოგების სასწავლო კორპუსი) მდებარე შენობა-ნაგებობაში არსებული ფართის იჯარის წესით გადაცემის თაობაზე, კვების ობიექტის მოწყობის მიზნით, დანართი №1-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
-
კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) რომან ხარბედია – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ნათელა ლაცაბიძე – პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი;
გ) ლელა ბენიძე – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
დ) ირაკლი საღარეიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის უფროსი;
ე) დავით ჩერქეზიშვილი – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი.
-
ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას საკონკურსო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო კუტალაძე - იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
ბ) რუსუდან სხირტლაძე – იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
-
დაევალოს საკონკურსო კომისიის აპარატს ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და კომისიისათვის წარდგენა.
-
ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „24 საათში“ და განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
- კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი რომან ხარბედია