2019-01-23
ბრძანება №:19/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასერტიფიკატო და ტრენინგ-კურსების დამტკიცების თაობაზე ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სასერტიფიკატო და ტრენინგ-კურსების დამტკიცების თაობაზე ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლისა და 61-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილის, ,,ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, აკადემიური საბჭოს 2016 წლის 27 ივნისის N66/2016 დადგენილებით დამტკიცებული ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების კურსების – სასერტიფიკატო, ტრენინგ–კურსის დამტკიცებისა და განხორციელების პროცედურის შესახებ“ მე-3 მუხლისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2018 წლის 16 ნოემბრის N23926/10 და 2019 წლის 18 იანვრის N767/10 წერილების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასერტიფიკატო და ტრენინგ-კურსების დამტკიცების შესახებ N1 დანართში მითითებული ბრძანებები (დანართი N1).
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულისთვის.
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება