2013-12-09
ბრძანება №:26/01-03

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გამოცემულ - ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის განსაზღვრის თაობაზე

      ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, აგრეთვე, ამავე კოდექსის 162-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების მოთხოვნათა გათვალისწინებით,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა” და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და  მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანაშემწეს ალექსანდრე ჩხიტაურს მიენიჭოს რექტორის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობის უფლებამოსილება.
2. დაევალოს ალექსანდრე ჩხიტაურს წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი და რექტორისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მათი შესრულების სისწორისა და სისრულის თაობაზე.
3.   ბრძანების დაინტერესებული პირისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-ვერდზე განთავსება.
5.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი, აკადემიკოსი                                                                             ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება