2011-09-16
ბრძანება №:158/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის  N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 25-ე მუხლის 1–ლი პუნქტის  “ზ” ქვეპუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის №80/02-01 ბრძანების,  საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თეა გერგედავას 2011წლის 8 სექტემბრის №23303/02 განცხადების  საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის სტაჟიორთა შერჩევის მიზნით გამოცხადდეს კონკურსი.
  2. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტების ბაკალავრიატის  მე–5, მე–6 და მე–7 სემესტრის სტუდენტებს.  
  3. კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
    ა) ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა;

    ბ) პროფესიული კომუნიკაციის უნარი;

    გ) ურთიერთობების დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა და
    მოწესრიგებულობა;
    დ) მაღალი პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, აქტიურობა, ენერგიულობა, 

    ე) დისციპლინირებულობა და  გუნდური მუშაობის უნარი.

  4. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
    ა) ავტობიოგრაფია (CV)  ინგლისურ ენაზე;

    ბ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

    გ) სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (დოკუმენტის ტიპი  – MS Word, მანძილი დ) სტრიქონებს შორის – 1.5, მინდორი – 2სმ, ფონტის ტიპი – Arial, შრიფტის ზომა - 10);

    ე) პიროვნული და პროფესიული კვალიფიკაციის ამსახველი სარეკომენდაციო  წერილი.

    ვ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);

    ზ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სასურველია).

  5. კომისიის მიერ შერჩეულ აპლიკანტს დაევალება:
    ა) დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა;

    ბ) დეპარტამენტისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა;

    გ) საინფორმაციო ბუკლეტებისა და სხვა სახის ინფორმაციის გავრცელება თსუ მასშტაბით;

    დ) სხვა სახის დავალებები და პასუხისმგებლობები დეპარტამენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.

  6. კონკურსში მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე. იდენტიფიცირებული კანდიდატები გაივლიან შესარჩევ  ზეპირ გასაუბრებას.
  7. შერჩეული აპლიკანტის კვირეული დატვირთვა შეადგენს 12 საათს. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება  2011 წლის პირველი ნოემბრიდან 2012 წლის 30 ივლისამდე,  ანაზღაურების გარეშე. სხვა პირობები განისაზღვრება  ხელშეკრულებით.
  8. სააპლიკაციო პაკეტების საფუძველზე შერჩეულ აპლიკანტებთან ზეპირი გასაუბრება შედგება ოქტომბრის თვეში და იდენტიფიცირებულ კანდიდატებს ეცნობებათ ელ-ფოსტით.
  9. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სრულყოფილი სააპლიკაციო პაკეტი /დასკანერებული ვერსია/  უნდა გამოგზავნონ არაუგვიანეს 2011 წლის 17 ოქტომბრის 12 საათამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@tsu.ge
  10. ბრძანება განთავსდეს თსუ–ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
  11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.






ადმინისტრაციის ხელძღვანელი                                                                   დ. ჩომახიძე
« უკან დაბრუნება