2017-09-07
ბრძანება №:170/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2017 წლოის 31 აგვისტოს N14349/32 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 სექტემბერი - 16 ოქტომბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 9 - 16 ოქტომბერი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 16 ოქტომბერი -  3 თებერვალი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი - 5 - 20 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები),
26 თებერვალი - 2 მარტი (დამატებითი გამოცდები);
ა.ე) არდადეგები - 1 – 7 იანვარი.
ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 20 თებერვალი - 5 მარტი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 თებერვალი  –  5 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  5 მარტი – 16 ივნისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 19 ივნისი - 13 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  21 - 27 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 28 ივლისი - 16 სექტემბერი.



2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორი           გიორგი შარვაშიძე        
« უკან დაბრუნება