2011-07-01
ბრძანება №:1248/01-04
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებისათვის 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტებისათვის 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58–ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, 59-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, "აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 ოქტომბრის №860 ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, "უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 15 ივნისის №15156/02, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2011 წლის 27 ივნისის №16583/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 21 ივნისის №15768/02, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 22 ივნისის №15856/02 და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2011 წლის 23 ივნისის №16116/02 წარდგინებების საფუძველზე,
ვბრძანებ:
-
შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის გამო ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით შემდეგ მაგისტრანტებს:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ( დანართი 1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ( დანართი 2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ( დანართი 3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ( დანართი 4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი ( დანართი 5);
-
შეტანილ იქნეს ცვლილება აკრედიტებული უმაღლესი საგნმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრში (თსუ-ის ნაწილში) და ეცნობოს სსიპ _ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
-
ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირებისთვის გადაცემის დღიდან.
-
ბრძანების დაინტერესებული პირებისთვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
-
წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52).
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი