2019-03-04
ბრძანება №:60/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2018 წლის 2 ივლისის N158/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2018 წლის 2 ივლისის N158/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,



ვბრძანებ:

1.  შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2018 წლის 2 ივლისის N158/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ე) არდადეგები - 30 დეკემბერი – 8 იანვარი; 11-20 იანვარი; 3-17 მარტი“.

ბ) ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4 თებერვალი - 17 მარტი; 
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 11-17 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  18 მარტი – 29 ივნისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 1- 26 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  1 - 7 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 8 აგვისტო - 15 სექტემბერი.“

გ) ბრძანების პირველი პუნქტის „ე.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ე) არდადეგები - 30 დეკემბერი – 7 იანვარი, 3-17 მარტი.“


დ) ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გაზაფხულის სემესტრი:
ვ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4 თებერვალი - 17 მარტი; ვ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 12–17 მარტი;
ვ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  18 მარტი – 29 ივნისი;
ვ.დ) საგამოცდო პერიოდი - 1- 26 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  1- 7 აგვისტო (დამატებითი გამოცდები);
ვ.ე) არდადეგები - 8 აგვისტო - 15 სექტემბერი. “

2.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




რექტორი              გიორგი შარვაშიძე 

« უკან დაბრუნება