2015-08-05
ბრძანება №:133/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების 2015-2016 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების 2015-2016 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სან დიეგოს უნივერსიტეტი - საქართველოს დეკანის 2015 წლის 7 ივლისის №22186/02 მიმართვისა და თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 30 ივლისის №25052/02 საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების  2015-2016 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა)   2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი:

ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება – 
       31 აგვისტო -  9 სექტემბერი
ა.ბ)  აკადემიური რეგისტრაცია - 9 - 12 სექტემბერი 
ა.გ)  სააუდიტორიო მეცადინეობები - 14 სექტემბერი - 30 ნოემბერი
ა.დ) საგამოცდო პერიოდი - 7 - 16 დეკემბერი

ბ) 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი:

ბ.ა)  აკადემიური რეგისტრაცია - 15 - 27 თებერვალი 
ბ.ბ)  სააუდიტორიო მეცადინეობები - 29 თებერვალი - 16 მაისი
ბ.გ)  საგამოცდო პერიოდი - 23 მაისი - 2 ივნისი

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                                                               აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება