2012-10-12
ბრძანება №:1810/01-04

ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე

ა(ა)იპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე

    თსუ-ს რექტორის  2012 წლის 17 სექტემბრის №1482/01-04 ბრძანებით დაიწყო წარმოება თსუ-ს სტუდენტებისათვის ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე.     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-60 მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს. წარმოების შედეგად დადგინდა, რომ თსუ-ს რექტორის  2012 წლის 17 სექტემბრის №1482/01-04 ბრძანებაში მითითებულ სტუდენტთა ნაწილს, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა წარმოება, ნამდვილად ჰქონდა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი. გარდა ამისა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 5 ოქტომბრის #25614/02 წერილის თანახმად, თსუ-ს სტუდენტის სტატუსი უნდა შეუწყდეს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტ ანა სირბილაძეს (პირადი #), მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სტუდენტის მიმართ არ დაწყებულა წარმოება თსუ-ს რექტორის  2012 წლის 17 სექტემბრის №1482/01-04 ბრძანებით, ვინაიდან მისთვის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი გამოვლინდა მოგვიანებით.
    გარდა ამისა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათაAფაკულტეტის სტუდენტ თამარ კახოიძის (პირადი #) მიმართ უნდა გაგრძელდეს წარმოება        2012 წლის 12 ნოემბრამდე, ვინაიდან მან თსუ-ს რექტორს 2012 წლის           11 ოქტომბრის #26241/02 განცხადებით მომართა და მოითხოვა 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური რეგისტრაციის გაუქმება. შესაბამისად, საჭიროა განცხადებაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით წარმოების ჩატარება.

    აღნიშნულიდან გამომდინარე და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის "ა", "ბ", "ს" და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, მე-60 მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის            22 ივლისის #127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი 2012-2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, 2011-2012 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:
1.1.    ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (
დანართი 1);
1.2.    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (
დანართი 2);
1.3.    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულეტეტი (დანართი 3);
1.4.    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (
დანართი 4);
1.5.    იურიდიული ფაკულტეტი (
დანართი 5);
1.6.    მედიცინის ფაკულტეტი (
დანართი 6);

2.    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტ თამარ კახოიძის (პირადი #) მიმართ, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე ბრძანება გამოიცეს 2012 წლის 12 ნოემბრამდე.
3.    შეტანილ იქნეს ცვლილება საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში (1 დღის ვადაში).
4.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
5.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
6.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი                                       ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება