2017-06-16
ბრძანება №:122/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის  "ა" ქვეპუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტისა "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10 29.12.2014წ.), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 6 ივნისის №09/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ რექტორის 2017 წლის 14 ივნისის №118/01-01 ბრძანების და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ გაგოშიძის 2017 წლის 9 ივნისის  № 8890/26 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.     უნივერსიტეტის პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით (ხოლო უნივერსიტეტის წესდებაში შესაბამისი ცვლილებების კანონით გათვალისწინებული წესით დამტკიცების შემთხვევაში - 10 წლის ვადით) შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

1.    კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 16 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 17 ივლისიდან 2017 წლის 28 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2017 წლის 20 სექტემბრისა;
2.    კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
     
ფსიქოლოგიის დეპარტამენტი

სოციალური ფსიქოლოგიის სასწავლო –სამეცნიერო ინსტიტუტი
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

პიროვნებისა და კლინიკური ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი    პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

განათლების ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი   
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი   
პროფესორი – 1 საშტატო ერთეული

5.      პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:
ა)  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);    
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);       
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6.    საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება იწარმოებს  2017 წლის 17 ივლისიდან  2017 წლის 28 ივლისის ჩათვლით 930-დან 1800 საათამდე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N11, თსუ მე-3 კორპუსი, ოთახი № 108;
7.    ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                          მიხეილ ჩხენკელი





« უკან დაბრუნება