2016-03-18
ბრძანება №:35/01-01

,,ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 2016 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ’’ რექტორის 2016 წლის 14 იანვრის № 03/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 2016 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ’’ რექტორის 2016 წლის 14 იანვრის  № 03/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის ,,ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9  ქვეპუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის     2016 წლის 10 მარტის  №10568/02 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 2016 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის ნაშრომების შერჩევის მიზნით კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ’’ რექტორის 2016 წლის 14 იანვრის №03/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის ,,გ.ე’’,  ,,გ.ვ“,  ,,გ.ზ“, ,,გ.თ“  ქვეპუნქტებში  შევიდეს ცვლილება და    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
,,გ.ე) ასოცირებული პროფესორი ლევან საბაური ;
,,გ.ვ) პროფესორი მირიან ტუხაშვილი;
,,გ.ზ) ასოცირებული პროფესორი ავთანდილ ჩუთლაშვილი;
,,გ.თ) პროფესორი დემურ სიჭინავა“.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3.  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება