ბრძანება # 01 / 01 -01
01.01.2009 წ
ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ
მეცნიერებათა, იურიდიულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ზუსტ და
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მედიცინის და ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტების საბჭოების ფორმირების მიზნით ფაკულტეტის საბჭოს წევრთა
არჩევნების დანიშვნის შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის
22-ე მუხლის, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-16 მუხლის მე-2
პუნქტისა და თსუ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 26 დეკემბრის # 156
დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 29 დეკემბრის
გადაწყვეტილების (სხდომის ოქმი # 17) შესაბამისად
ვბრძანებ:
1.
დაინიშნოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნები 2009 წლის 21-24
იანვარს.
2. ფაკულტეტის დეკანებმა უზრუნველყონ ფაკულტეტის საბჭოს
არჩევნების ჩატარება აკადემიური საბჭოს # 156 დადგენილებით განსაზღვრული
პროცედურების დაცვით.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
4. ბრძანება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
5. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
რექტორი, პროფესორი
გ. ხუბუა |