2010-08-27
ბრძანება №:72/01-01

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების ვადების შესახებ" რექტორის 2010 წლის 28 ივლისის №68//01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების ვადების შესახებ " რექტორის 20 10 წლის   28 ივლისის 68 //01-0 1 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტა ნის შესახებ

 

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის 490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და თსუ აკადემიური საბჭოს   2010 წლის 17 აგვისტოს №88/2010  დადგენილების  საფუძველზე,

ვბრძანებ :

1.       შევიდეს ცვლილება და დამატება რექტორის 20 10 წლის 28 ივლისის   68 //01-0 1 ბრძანები 1 პუნქტ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

" 1. განისაზღვროს 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მაგისტრატურაში მიღების ვადები:

  •   მაგისტრატურაში სწავლის მსურველთა საბუთების მიღება –     30 აგვისტო – 10 სექტემბერი
  •   მაგისტრატურაში მისაღები სპეციალობის გამოცდები –   16 სექტემბერი
  •   აპელაციაზე განცხადებების მიღება –    17–20 სექტემბერი
  •   აპელაცია –   21 სექტემბერი
  •   გასაუბრება (იმ ფაკულტეტების კონკურსანტთათვის, რომლებსაც წინა პირობის თანახმად, მოეთხოვებათ გასაუბრება) –   22 სექტემბერი
  •   მაგისტრატურაში მისაღები უცხო ენის გამოცდა   (იმ ფაკულტეტების კონკურსანტთათვის, რომლებსაც წინა პირობის თანახმად, მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდა)    22 სექტემბერი
  •   აპელაციაზე განცხადებების მიღება –    23–24 სექტემბერი
  •   აპელაცია –   27 სექტემბერი.
  • განისაზღვროს 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები:
  • დოქტორანტურაში სწავლის მსურველთა საბუთების მიღება –                               30 აგვისტო – 10 სექტემბერი
  • საკონკურსო გამოცდა უცხო ენაში (ინგლისური ენა, ფრანგული ენა, გერმანული ენა) –    16 სექტემბერი
    სააპელაციო განცხადებების მიღება –   17–20 სექტემბერი
  • აპელაცია  –   21  სექტემბერი
  •   კომისიასთან გასაუბრება –   22-27 სექტემბერი. "

 

2.     ბრძანება განთავსდეს თსუ ვებ-გვერდზე.

3.     კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საგამოცდო ცენტრს                        (თ. იმედაძე)

4.     ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

 

რექტორის მოვალების შემსრულებელი                                      ნ. სურგულაძე           « უკან დაბრუნება