2018-03-29
ბრძანება №:294/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სტუდენტების რიგგარეშე მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სტუდენტების რიგგარეშე მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,                  52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების,   54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,                      მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების N1 დანართის მე-9 მუხლის                    მე-3 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 20 მარტის №5436/27, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 19 მარტის №5354/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 20 მარტის №5437/32 წარდგინებებისა და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 28 მარტის MES 1 18 00350465 წერილით მოწოდებული N18/რ-30001/1 დასკვნის (თსუ კანცელარიაში რეგისტრაციის N7724/10-02, 29.03.2018) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ჩაირიცხონ რიგგარეშე მობილობის წესით 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან   სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგი სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად: 

1.1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1); 
1.2.  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3. მედიცინის ფაკულტეტი  (დანართი №3).

2. თსუ-ს რექტორის ბრძანება გამოცემიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აისახოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში, ხოლო 3 სამუშაო დღის ვადაში გაიგზავნოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი      გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება