2011-01-21
ბრძანება №:14/01-01

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე

“საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 96-102 მუხლების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების “რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა”  და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თ. რუხაძის 2010 წლის 22 დეკემბრის #31345/02 განცხადების საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. გამოცხადდეს მიღება სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამებზე:

    ა) ნევროლოგია _ 6 ადგილი;

    ბ) ინფექციური სნეულებანი _ 6 ადგილი;

    გ) დერმატოლოგია და ვენეროლოგია _ 12 ადგილი;

    დ) ოფთალმოლოგია _ 10 ადგილი;

    ე) თერაპიული სტომატოლოგია _ 24 ადგილი;

    ვ) ორთოპედიული სტომატოლოგია _ 9 ადგილი;

  2. მიღება განხორციელდეს “სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე” სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 9 სექტემბრის #80/01-01 ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის შესაბამისად.
  3. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

    ა) საბუთების მიღება: 24 იანვარი – 4 თებერვალი;

    ბ) გასაუბრება: 9 _ 10 თებერვალი;

    გ) შედეგების გამოცხადება: 11 თებერვალი;

  4. ბრძანების საჯაროდ გამოცხადების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.







რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე, პროფესორი                              ლევან ალექსიძე
« უკან დაბრუნება