2015-06-08
ბრძანება №:67/02-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიის მუზეუმში დაცული კოლექციის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის მინერალოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიისათვის გადაცემის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიის მუზეუმში დაცული კოლექციის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის მინერალოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიისათვის გადაცემის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ,,ნ’’ ,,ო” და ,,პ’’ ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 14 მაისის №18/04 ერთობლივი ბრძანების, უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორის რამაზ ბოჭორიშვილის 2015 წლის 18 მაისის №16512/02 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის მინერალოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიისათვის უნივერსიტეტის მინერალოგიის მუზეუმში დაცული კოლექციის გადაცემის მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ბეჟან თუთბერიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (გეოლოგიის მიმართულებით), კომისიის წევრი;
ბ) კარლო აქიმიძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (გეოლოგიის მიმართულებით), კომისიის წევრი;
გ) მარიამ ახალკაციშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი (გეოლოგიის მიმართულებით), კომისიის წევრი;
დ) ნანა მუსერიძე - უნივერსიტეტის მუზეუმის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
ე) ელენე გიგუაშვილი - საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი.
2. კომისიას რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 14 მაისის №18/04 ერთობლივი ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით დაევალოს უნივერსიტეტის მინერალოგიის მუზეუმში დაცული კოლექციის აღრიცხვა და მათი უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის მინერალოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტისათვის გადაცემა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
3. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება