2008-12-17
ბრძანება №:0

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (ბრძანება №111/01-01)

ბრძანება № 111 / 01-01
       17.12.2008 წ
       

 

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად;
  2. კონკურსი გამოცხადდეს 2008 წლის 17 დეკემბერს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 17 იანვარი;
  3. კონკურსი ცხადდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2 ასოცირებული ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

          აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულება

ირანული ფილოლოგია - 2 ასოცირებული პროფესორი;

4. თსუ ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (cv);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი - სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს;

კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობის ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ინფორმაცია მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ;

5. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ს კანცელარიაში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #1

6. ბრძანება გამოქვეყნდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე

7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

   საფუძველი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილება #154 15.12.2008წ; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი #24708/02 17.12.2008წ.

 

 

    რექტორი, პროფესორი
                                     გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება