2017-02-24
ბრძანება №:33/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსანტთა გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსანტთა გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა”, "ბ”, "ო” და "პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2009 წლის 2 თებერვლის №173-ე დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღების წესის დამტკიცების შესახებ” №1 დანართის მე-9 პუნქტის 9.2. ქვეპუნქტის, თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2009 წლის 1 ივნისის №229 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ” №1 დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 17 თებერვლის №1619/31-02 წარდგინების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში  იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსანტთა გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობა: 

სამართლის მიმართულება
1. ირმა ხარშილაძე (კომისიის თავმჯდომარე)
2. მაია კოპალეიშვილი
3. მაია ივანიძე
4. თამარ ზარანდია
5. დავით ბოსტოღანაშვილი
6. ვასილ გონაშვილი
7. მორის შალიკაშვილი
8. გიორგი ცერცვაძე
9. ლელა ჯანაშვილი
10. ირა აქუბარდია
11. ეკატერინე შენგელია
12. ეკა ზარნაძე
13. გიორგი მახარობლიშვილი
14. შორენა ჩარბაძე (კომისიის მდივანი)

2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორი გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება