2018-09-06
ბრძანება №:211/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და შპს - ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების რიგგარეშე მობილობისათვის ვაკანტური ადგილების, ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და შპს - ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების რიგგარეშე მობილობისათვის ვაკანტური ადგილების, ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების  №1 დანართის მე-5 მუხლის 11 პუნქტის და მე-51 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების,   სსიპ -  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 3 სექტემბრის N809/ი ბრძანების, სსიპ -  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 4 სექტემბრის N16660/10-02 წერილის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 5 სექტემბრის N16879/10-02 წერილების, იურიდიული ფაკულტეტის 2018 წლის 5 სექტემბრის N17029/10-02 და მედიცინის ფაკულტეტის 2018 წლის   5 სექტემბრის N17841/32 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. განისაზღვროს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში რიგგარეშე მობილობისათვის ვაკანტური ადგილები სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე, იმ პირებისათვის, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და სსიპ - გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად ჩარიცხვის მიზნით ვერ მიმართავენ შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს - ევროპის უნივერსიტეტს.  

N

საფეხური

საგანმანათლებლო ერთეული

საგანმანათლებლო პროგრამა

ადგილების რაოდენობა

1

ბაკალავრიატი

იურიდიული

სამართალი

18

2

ბაკალავრიატი

ეკონომიკისა და ბიზნესის

ბიზნესის ადმინისტრირება

18

3

ბაკალავრიატი

ეკონომიკისა და ბიზნესის

ეკონომიკა

8

4

ბაკალავრიატი

ეკონომიკისა და ბიზნესის

ტურიზმი

14

5

ბაკალავრიატი

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა

ფსიქოლოგია

7

6

ბაკალავრიატი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა

საერთაშორისო ურთიერთობები

5

7

ერთსაფეხურიანი

მედიცინის

მედიცინა (ინგლისურენოვანი)

4

8

ერთსაფეხურიანი

მედიცინის

სტომატოლოგია

4



2. განისაზღვროს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობის ვადები: 

ა) დოკუმენტაციის მიღება და ხელშეკრულების გაფორმება - 10 - 13 სექტემბერი;
ბ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა - 14 სექტემბერი;
გ) ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 17 სექტემბერი. 

3. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა) განცხადება რექტორის სახელზე;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის  ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის  წარმოდგენით); 
დ) ორი ცალი ფოტოსურათი (3X4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის); 
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                                                                 ალექსანდრე ცისკარიძე


« უკან დაბრუნება