2014-05-22
ბრძანება №:73/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტის” IV საფეხურზე 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტის”  IV საფეხურის  პროფესიული სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:  

ა)  2013-2014 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრი:

ა.ა. სააუდიტორიო მეცადინეობები – 26 მაისი  – 6 სექტემბერი;
ა.ბ. საგამოცდო პერიოდი - 8 - 22 სექტემბერი (ძირითადი გამოცდები),
             29  სექტემბერი –  4 ოქტომბერი (დამატებითი გამოცდები);

ბ)  2014-2015 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრი:

ბ.ა. სააუდიტორიო მეცადინეობები – 27 ოქტომბერი  – 7 თებერვალი;
ბ.ბ. საგამოცდო პერიოდი - 9 - 21 თებერვალი (ძირითადი გამოცდები),
                         23 თებერვალი – 7  მარტი –  (დამატებითი გამოცდები);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.    

რექტორი, პროფესორი                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება